ფოთში 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესს ტელეარხების ოპერატორები იღებენ
ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესს ტელეარხების ოპერატორები იღებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტის წარმომადგენლები 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას და 2500-ზე მეტი ბიულეტენის თავიდან გადათვლას მოითხოვენ.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს ოპოზიციური პარტიების ფოთის მერობის კანდიდატებმა, იუწყება "Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

მათი მოთხოვნა უცვლელია – ისინი 31-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას და 2500-ზე მეტი ბიულეტენის თავიდან გადათვლას მოითხოვენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნული უბნის კომისიის თავჯდომარეს საარჩევნო ყუთში 100-ზე მეტი ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ.

 

ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0