ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალს 188 ქვეყნის 25 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა, ასევე ხუთი ათასი მოხალისე. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ფესტივალის ყველაზე ნათელი მომენტები.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik დაწვრილებით აშუქებს ფესტივალის მიმდინარეობას. სააგენტო ღონისძიების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.

ფესტივალის მონაწილეები სამახსოვრო ფოტოს იღებენ

ფესტივალში მონაწილეობა დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა მიიღო, თუმცა, თავდაპირველი ინფორმაციით მასში მონაწილეობა 20 ათას ადამიანს უნდა მიეღო

ფესტივალის გამართვაში ასევე მონაწილეობდა ხუთი ათასი მოხალისე

ფესტივალის მაყურებლები ყინუსლის სასახლეში "ბოლშოი"

მას შემდეგ, რაც რუსეთმა პირველად უმასპინძლა ფესტივალს, 60 წელი გავიდა. ფოტოზე: თეატრიზებული წარმოდგენა ფესტივალზე

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის ფესტივალი პირველად 1947 წელს გაიამრთა პრაღაში. მას შემდეგ ის ყველაზე ხანგრძლივ ფესტივალად მიიჩნევა - თითქმის ექვსი კვირა. ფოტოზე: ფესტივალის საერთაშორისო ორგანიზაციული კომიტეტის ხელმძღვანელი ნიკოლას პაპადიმიტრიუ

მოსკოვში 1957 წელს პირველად გამართული ფესტივალი გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობით - 131 ქვეყნის 34 ათასი მონაწილე. ფოტოზე: ფეიერვერკები ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე

იტორია გამეორდა 1985 წელს, ორივეჯერ პალმის რტო აიღო მოსკოვმა. თუმცა ამჯერად ფესტივალის გამართვის უფლება მოიპოვა სოჭმა. ფოტოზე: მომღერალი ნიუშა ფეტივალის გახსნის ცერემონიაზე

მოსკოვში ფესტივალის დაწყება 35 ათასიანმა კოლონამ მსვლელობით აღნიშნა. ფოტოზე: ფესტივალის მონაწილეები

მომღერალი დიმა ბილანი ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე

სტუმრებს შორის ასევე იყო ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი, სამოტივაციო ორატორი ნიკ ვუიჩიჩი, ასევე ცნობილი სპორტსმენები, მოდელები, მსახიობები და რეჟისორები, მომღერლები და მუსიკოსები. ფოტოზე: მსახიობი იგორ ბეროევი, მომღეალი პოლინა გაგარინა და მსახიობი კსენია ალფეროვა

მუსიკოსი იგორ ბუტმანის მასტერ-კლასი ფესტივალზე

ფრანგი პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და რედაქტორი ფრედერიკ ბეგბედერი თემაზე "კულტურა: თავისუფლება vs პასუხისმგებლობა" დისკუსიის დროს

ლექციებისა და დისკუსიების თემები ექვს აქტუალურ საკითხს ეხებოდა: ეკოლოგია, სიღარიბე, განათლებია, ენერგია, ინფორმაცია და მეცნიერება. ფოტოზე: ნამიბიელი სტუდენტები ფესტივალზე

ფესტივალის გახსნის ცერემონია

ფესტივალის მიმდინარეობისას სოჭი სხვადასხვა ფერებით მოირთო - ოლიმპიურ პარკს მონაწილეთა დროშების ფერები ამშვენებდა

ფესტივალის ინკლუზიური 2017 მეტრიანი გარბენის მონაწილეები

შეჯიბრი დისციპლინებში BMX Freestyle და BMX Street

ფესტვალზე გამართული გარბენის მონაწილეები

ფესტივალს კიდევ უფრო ალამაზებდა მისი მონაწილეების ფერადი სამოსი

ფესტივალის მონაწილეები როუპ-სკიპინგის დროს

ფესტივალის მონაწილეები ბევრ სამახსოვრო ფოტოს იღებდნენ

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა "შეჯიბრება სტრიტბოლში ვიპ-სტუმრების მონაწილეობით"

ფესტივალმა მონაწილე ქვეყნების რაოდენობით რეკორდი დაამყარა