საქართველომ ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე YOUTH EXPO საკუთარი სტენდი წარმოადგინა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში ქართულ სტენდთან.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik დაწვრილებით აშუქებს ფესტივალის მიმდინარეობას. სააგენტო ღონისძიების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.

საქართველომ, სხვა 40 ქვეყანასთან ერთად, ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენაში YOUTH EXPO მიიღო მონაწილეობა

ქართული გარემოს შესაქმნელად და სტუმრების მოსაზიდად სტენდთან ქართული მუსიკაც ჟღერდა

დიდ ეკრანზე განუწყვეტელ რეჟიმში მიმდინარეობს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების, ბუნებისა და კულტურის შესახებ ვიდეორგოლები

სტენდთან განლაგებულია სუვენირები, რომლებიც თამაშდება სხვადასხვა კონკურსებში

სტუმრებს ასევე გადაეცემათ საინფორმაციო ბროშურები საქართველოს შესახებ

სტენდთან ასევე დგანან ქართულ სამოსში ჩაცმული გოგონები

ამგვარად სტუმრები მეტად გრძნობენ ქართულ გარემოს და უკეთ ეზიარებიან ქართულ კულტურას

ფესტივალის მონაწილეები, რომლებიც საქართველოში ნამყოფები არიან, ან გეგმავენ მოგზაურობას, თბილ სიტყვებს არ იშურებენ

ფესტივალზე ქართული სუვენირები დიდი პოპულარობით სარგებლობენ

ქართველმა დელეგატებმა ფესტივალის შემდეგ ბევრი მეგობარი შეიძინეს

უცხო ქვეყნის ბევრი სტუმარი იღებდა ფოტოებს ქართულ სტენდთან