„პატრიოტთა ალიანსი“ მასშტაბურ აქციას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატმა აქციები დააანონსა

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პატრიოტთა ალიანსი საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს, განაცხადა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვის შედეგ გამართულ ბრიფინგზე.

"ჩვენ არ დავუშვებთ, ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ, ხელოვნურად ბოკერიას გუნდის დაწინაურებას, ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას, ჩვენ არ დავუშვებთ რომ ქართველ ხალხს თავს მოახვიოთ ბოკერიები და ჩვენ დღის წესრიგიდან არ ვხსნით კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნას, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" გეგმავს მასშტაბურ აქციას, ყველა ჩვენს მხარდამჭერს მთელს საქართველოში მე მოვუწოდებ მობილიზაციისკენ", — განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი თბილისის მერობის კანდიდატია. ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, მან ამომრჩეველთა ხმების 3% დააგროვა.

ყველა ახალი ამბავი
0