თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თვითმმართველი ორგანოების არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა და ხმა „ეკოლოგიურად სუფთა საქართველოს“ მისცა.
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე №64 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.