თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში ლიდერობს ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომლებიც ამერიჯულმა კომპანნია Edison research-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.
საქართველოს მოქალაქეები დღეს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. მთავარი ბრძოლა დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა, სადაც მერის პოსტზე 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს.
ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 18:00 საათისთვის, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე კალაძემ 54% დააგროვა, შესაბამისად, თბილისის მერის არჩევნების შედეგი პირველივე ტურში გადაწყვეტილია. მეორე ადგილზე ზაალ უდუმაშვილია (ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 15%, ხოლო მესამეზე — დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი — 14%.
გამოკითხვის ცდომილება — 2-2,5%.