თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
პატრიარქი ხმის მისაცემად №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მივიდა.
საქართველოში 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.
„ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო", — აღნიშნა პატრიარქმა.