ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია

გამოწერა
„ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების შედეგები: კალაძე – 54%, უდუმაშვილი – 15%, ელისაშვილი – 14%.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. „ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების თანახმად, პირველ ადგილზე 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძეა, 15% აქვს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 14% – დამოუკიდებელი კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

დანარჩენი კანდიდატების შედეგები კი ასე გადანაწილდა: ელენე ხოშტარია ("ევროპული საქართველო") — 7%, კახა კუკავა – 3%, ირმა ინაშვილი ("პატრიოტთა ალიანსი") — 3%, გიორგი ვაშაძე ("ახალი საქართველო") — 2%, გიორგი გუგავა ("ლეიბორისტული პარტია") — 1%.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეგზიტპოლების ცდომილება 2%-ია. ორგანიზაციამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოაქვეყნა. პრეზენტაცია სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" იმართება.

ამერიკული საერთაშორისო კომპანია "ედისონ რისერჩი" მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ის მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.

ყველა ახალი ამბავი
0