90-იანი წლების ბოლოს საქართველოდან რუსეთში დუხობორების დიდი ნაწილი წავიდა. ეს ყველაზე მასშტაბური წასვლა იყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ ჩააღწია „გულუბრყვილო მოგზაურთა“ ჯგუფმა დაბა მირნიში.
საქართველოდან წასული დუხობორები ბრიანსკის ოლქის დაბა მირნიში დაფუძნდნენ და დღემდე იქ ცხოვრობენ. Sputnik-ის კორესპონდენტები ალექსეი სტეტიუხა და ალექსეი ტიხომიროვი სწორედ იქ ეწვივნენ მათ.

ბრიანსკში დილით ადრე წავედით. სწრაფად დავლიეთ ყავა და დაუფიქრებლად ავედით ბაქანზე. ყველაზე ბოძზე იყო წარწერა: "მოწევა აკრძალულია!"

ჩვენ ბრიანსკის ოლქის დაბა მირნიში მივდივართ, სადაც დაახლოებით 230 დუხობორი ცხოვრობს

ჩვენთვის დაბა მირნი ფაქტიურად არის terra incognita (უცხო მიწა) საოლქო ცენტრიდან 50 კილომეტრში

ავტობუსი დაბა მირნიში, როგორც გაირკვა, დღეში ერთხელ დადის

ჩვენ შეგვპირდნენ მანქანით მომსახურებას, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მანქანა არ მოვა, რადგან "მძღოლი დღეს ძროხებს მწყემსავს

სამაგიეროდ დაწვრილებით აგვიხსნეს, თუ როგორ მიგვეგნო სოფლისათვის

ორი საათი კლეტნიმდე, იქიდან 15 კილომეტრი ტაქსით

შეკითხვაზე, რა მივცეთ ორიენტირად ტაქსის მძღოლს, გვიპასუხეს: "-უთხარით, რომ დუხობორების მრავალსართულიან სახლთან მიდიხართ. მათ ყველა ტაქსისტი იცნობს. იქ ჩამოხვალთ და იკითხავს ლიუბოვ იგნატიევნას"

მირნიში სამი ცენტრალური მრავალსართულიანი სახლი აქვთ დაკავებული დუხობორებს, ასევე რამდენიმე კერძო სახლიც. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. გვიჩვენეს სახლი, სადაც ცხოვრობს ლიუბოვ იგნატიევნა კალმიკოვა

ავედით მეორე სართულზე, დავაკაკუნეთ - კარი ღიაა. აქ ყველა სახლის კარი ღიაა. მარტივად ვპოულობთ ლიუბოვ იგნატიევნას, და იწყება ხანგრძლივი საუბარი