არჩევნებზე კენჭისყრის პროცესი დასრულდა

© photo: Sputnikადგილობრივი არჩევნები
ადგილობრივი არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
იწყება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების დათვლა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

საქართველოს მოქალაქეები დღეს ირჩევდნენ ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს. არჩევნებში მონაწილეობდა 22 პარტია და 5 საარჩევნო ბლოკი, ასევე დამოუკიდებელი კანდიდატები.

კანონის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ხმის დათვლას შეუდგნენ. უბნებიდან მონაცემები თავდაპირველად საოლქო კომისიებში შევა, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ–გვერდზე.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლების მონაცემებით, 18:00 საათისთვის, უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე, კალაძემ ხმების 54% დააგროვა, შესაბამისად, თბილისის მერის არჩევნების შედეგი პირველივე ტურში გადაწყვეტილია.

არჩევნები მთლიანობაში მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, გამოცხადდა მოსახლეობის 36,7%.

ყველა ახალი ამბავი
0