ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტიურობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა

გამოწერა
ცესკომ ამომრჩეველთა გამოცხადება ყველა რეგიონის მიხედვით შეაჯამა და არჩევენებზე აქტიურობა-პასიურობის რეიტინგი შეადგინა

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არცევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ცესკომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დააფიქსირა — აქ უბნებზე ამომრჩეველთა 60,2% გამოცხადდა.

მეორე ადგილზე გურიაა — 58,5%, მესამეზე — სამცხე-ჯავახეთი — 55%.

ყველაზე პასიური ამომრჩეველი ქვემო ქართლში იყო, აქ უბნებზე ამომრჩეველთა 40,7% გამოცხადდა. განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ თბილისელებიც. თბილისში ამომრჩეველთა 43,4% გამოცხადდა. ეს ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელზე ნაკლებია.

გამოცხადების საერთო მაჩვენებელია 45,64%.

საქართველოს მოქალაქეები 21 ოქტომბერს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. მთავარი ბრძოლა დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა, სადაც მერის პოსტზე 13 კანდიდატი იბრძვის.

ყველა ახალი ამბავი
0