თბილისის საკრებულოში ოთხი პარტია გავიდა – "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლი

© Sputnik / Alexander Imedashviliადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები თბილისში
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საკრებულოს არჩევნებში „ქართული ოცნება" ლიდერობს, შემდეგ მოდის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მმართველმა პარტია "ქართული ოცნება — დამოკრატიულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს არჩევნებში ხმების უმრავლესობა მიიღო — 58%, ეს არის 18:00 საათისთვის ეგზიტპოლის შედეგები, რომლებიც ამერიკულმა კომპანია Edison research-მა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

გამოკითხვის მიხედვით, თბილისის საკრებულოში ასევე გავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 16%, "ევროპული საქართველო" – 9% და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 5%.

საქართველოს მოქალაქეები 21 ოქტომბერს ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატებს ირჩევდნენ. მთავარი ბრძოლა დედაქალაქისთვის მიმდინარეობდა, სადაც მერის პოსტზე 13 კანდიდატი იყრიდა კენჭს.

ყველა ახალი ამბავი
0