თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ კიროვის სასამართლომ 3 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა 19 წლის სკინჰედს, რომელმაც ორი ადამიანი დაჭრა, დაშავებულებიდან ერთი წარმოშობით ქართველი იყო, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ სასამართლოს პრეს-სამსახურში.
აღნიშნული ინციდენტი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში მოხდა.
„[დაპატიმრებული] ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის მიმდევარია და იზიარებს ფაშისტურ იდეებს, არის რადიკალურად განწყობილი არაფორმალური ახალგაზრდული მოძრაობა „სკინჰედების“ წევრი. იდეოლოგიურ პოზიციებში განსხვავების გამო მან დანით დაჭრა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო“, — ნათქვამია კიროვის ოლქის პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ბრალდებული დამნაშავედ ორი მუხლით ცნეს – ხულიგნობისა და ჯანმრთელობისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების მუხლებით. სასჯელს ის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.