საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე რაუნდში გავიდა

© FB / FC Saburtalo„საბურთალო" - „ბურასპორი"
„საბურთალო - „ბურასპორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები მეორე რაუნდში სერბეთის კლუბს შეხვდებიან.

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ" უეფას ახალგაზრდული ლიგის (U-19) პირველი რაუნდის თბილისში გამართული საპასუხო მატჩი თურქულ „ბურასპორთან" 1:1 დაასრულა და ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა.

თურქმა ფეხბურთელებმა პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე 0:1 წააგეს. საპასუხო მატჩი მათ საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს.

მეექვსე წუთზე თურქმა ფეხბურთელებმა 11-მეტრიანი დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ მეკარე გოგა ნასყიდაშვილმა ბურთის მოგერიება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, მაგრამ ანგარიში ტაბლოზე მხოლოდ ბოლო წუთებზე შეიცვალა.

მეორე გოლი, ოღონდ ამჯერად თურქეთის კლუბის კარში, 85-ე წუთზე გავიდა. გოლის ავტორია იური ტაბატაძე.

დარჩენილი დროის განმავლობაში თურქმა ფეხბურთელებმა ქართული კლუბის კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს. ორი მატჩის ჯამში "საბურთალომ" გაიმარჯვა საერთო ანგარიშით 2:1.

© FC Saburtaloკლუბ „საბურთალოს" ახალგაზრდული გუნდი
Юношеская команда футбольного клуба Сабуртало - Sputnik საქართველო
კლუბ „საბურთალოს" ახალგაზრდული გუნდი

„საბურთალო" ისტორიაში პირველი ქართული კლუბია, რომელმაც უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე რაუნდში გადასვლა შეძლო.

რევაზ გოცირიძის გუნდის შემდეგი მეტოქე სერბეთის „ბროდარაცი" იქნება.

გუნდებს შორის პირველი თამაში 1 ნოემბერს ბელგრადში, ხოლო საპასუხო შეხვედრა 22 ნოემბერს თბილისში გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0