გურამ კაშიას ავტოგოლის წყალობით „ვიტესმა“ ევროპის ლიგის მატჩი ვერ მოიგო

© AFP 2024 / BRUNO FAHY / Belga„ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია უეფას ევროპის ლიგის მატჩზე
„ვიტესის“ კაპიტანი გურამ კაშია უეფას ევროპის ლიგის მატჩზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაშიას რეაბილიტაციის შესაძლებლობა მომდევნო მატჩში ექნება

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. „ვიტესის" კაპიტნის გურამ კაშიას ავტოგოლმა ჰოლანდიურ კლუბს უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში პირველი გამარჯვების შანსი წაართვა.

К ჯგუფის თამაშების მესამე დღეს „ვიტესმა" ბელგიის "ზიულტე-ვარეგემთან" გასვლითი მატჩი ფრედ დაასრულა — 1:1.

23-ე წუთზე „ზიულტეს" ნახევარმცველმა ონურ კაიამ კუთხური ჩააწოდა, კაშიამ მიკაელ ჰეილენთან ბრძოლაში ბურთი საკუთარ კარში შეაგდო. 

რამდენიმე წუთში „ვიტესის" ფეხბურთელმა ტომას ბრიუნსმა გაიტანა გოლი, ანგარიში გათანაბრდა და მატჩის ბოლომდე არ შეცვლილა, თუმცა ორივე გუნდს გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა.

სამი ტურის შემდეგ „ვიტესმა" მხოლოდ ერთი ქულა დააგროვა და К ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, ლიდერობს კი რომის „ლაციო", რომელმაც სამივე შეხვედრა მოიგო.

მომდევნო მატჩში „ვიტესი" საკუთარ მოედანზე „ზიულტეს" კვლავ შეხვდება. თამაში 3 ნოემბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0