არჩევნების დღეს საქართველოში +25 გრადუსი იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი - მეტეხის ციხე და ვახტანგ გორგასლის ძეგლი
თბილისი - მეტეხის ციხე და ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დღეს ნალექი მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოსი სინოპტიკოსები თბილ და მზიან ამინდს გვპირდებიან.

შაბათს საქართველოს მოსახლეობა ქალაქებისა და რაიონების 64 მერს და 64 საკრებულოს დეპუტატს აირჩევს.

არჩევნების დღეს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა და დაუბერავს სუსტი ქარი.

დასავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში — 13-18.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, მაღალმთიანეთში — 7-12.

თბილისში შაბათს ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დღისით მოსალოდნელია 23 გრადუსი სითბო.


ყველა ახალი ამბავი
0