სამედიცინო დაზღვევა შესაძლებელია სავალდებულო გახდეს: ვისთვის და როდის

© AFP 2024 / PHILIPPE HUGUENსაავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 14% სარგებლობს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. იმ პირების სამედიცინო დაზღვევა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1-დან 3 ათას ლარამდეა, შეიძლება სავალდებულო გახდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკასთან" ინტერვიუში.

ამჟამად კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით მოსახლეობის 14% სარგებლობს. მათ შორის, ვისი ყოველთვიური შემოსავალი 4 ათას ლარს ჭარბობს, კერძო დაზღვევა 53%-ს აქვს.

"ეს არის იდეა, რომ 1000-დან 3000 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის დაზღვევა გახდეს სავალდებულო იმისთვის, რათა ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს ერთიანი სტანდარტული პაკეტი", — განაცხადა ზოიძემ.

ტურისტები სეირნობენ თბილისის ისტორიულ ცენტრში - Sputnik საქართველო
გიგოლაშვილი: დაზღვევის ბაზარს რყევები არ უყვარს

ამ იდეის თანახმად, ღარიბების დაზღვევას სახელმწიფო გადაიხდის.

"ღარიბებისთვის გადაიხდის სახელმწიფო. შედარებით საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის იქნება ნაწილობრივ დაფინანსებული სახელმწიფოს ან დამსაქმებლის მიერ და შედარებით მაღალი ფენისთვის დაზღვევის ხარჯის ანაზღაურება მთლიანად საკუთარი ხარჯით უნდა მოხდეს", — აღნიშნა ზოიძემ.

ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელები აპრილიდან, შემოსავლების დონის მიხედვით, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით სარგებლობენ. სახელმწიფო დაზღვევა აღარ ექნებათ იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. მაგრამ ეს მოქალაქეები მაინც შეძლებენ ცალკეული სამედიცინო სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობას.

მოხდება თუ არა ამ ინიციატივის რეალიზება, ცნობილი მხოლოდ ბოლოს მიღებული ცვლილებების შედეგების დეტალური შესწავლის შემდეგ გახდება.

ზოიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დღეს უწევს ისეთი ათეულ ათასობით ადამიანის მკურნალობის დაფინანსება, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1-დან 2 ათასამდე ლარს შეადგენს. ასეთი შემოსავალი აქვს 200 ათასზე მეტ მცხოვრებს. აქედან კერძო დაზღვევას ყიდულობს მხოლოდ 40%.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0