თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 45 წლის მამაკაცი ხის დაცემამ იმსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ქართული მედიის მონაცემებით, ხე დაეცა მამაკაცს, როდესაც ის მის მოჭრას ცდილობდა. ამჟამად სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით "სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით", რაც 5 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.