გიორგი კვირიკაშვილი: „რთველი 2017" ძალიან წარმატებულად დამთავრდა
„ეს არის ნამდვილად თითოეული მევენახის, თითოეული გლეხის, მთლიანად საქართველოს და, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატება“, — აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რთველის პროცესში ჩართული იყო 230 კომპანია და ყურძენი კომპანიებს 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მთელი ეს პროცესი კი ძალიან ორგანიზებული იყო.