1957 წლის ახალგაზრდობის ფესტივალის მონაწილემ Sputnik-ის სტენდი დაათვალიერა

© photo: Sputnikფესტივალის მონაწილე
ფესტივალის მონაწილე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლავდია ტიხომიროვამ სააგენტოს თანამშრომლებს იმ კაბა-ტრანსფორმერის ზუსტი ასლი წარუდგინა, რომელიც 1957 ფესტივალის მონაწილეებს ეცვათ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX საერთაშორისო ფესტივალზე სოჭში საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის სტენდი მოინახულა კლავდია ტიხომიროვამ — 1957 წელს მოსკოვში გამართული ფესტივალის მონაწილემ.

სააგენტოს თანამშრომლებმა მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს, თავად ქალბატონმა კლავდიამ კი წარმოადგინა იმ კაბა-ტრანსფორმერის ზუსტი ასლი, რომელიც 1957 წელს ფესტივალის მონაწილეებს ეცვათ.

„ყველა კონტინენტის ახალგაზრდობა უნდა გაერთიანდეს. ეს ხელს შეუწყობს მთელ პლანეტაზე მშვიდობის განმტკიცებას. და მსგავსი ღონისძიება რაც უფრო მეტჯერ ჩატარდება, მით უკეთესად შევძლებთ ერთმანეთის გაგებას", — აღნიშნა კლავდია ტიხომიროვამ.

© photo: Sputnik1957 წლის ახალგაზრდობის ფესტივალის მონაწილე კლავდია ტიხომიროვა
Участница фестиваля 1957 года Клавдия Тихомирова - Sputnik საქართველო
1957 წლის ახალგაზრდობის ფესტივალის მონაწილე კლავდია ტიხომიროვა

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალი სოჭში 14-22 ოქტომბრის პერიოდში იმართება. მასში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 18-დან 35 წლამდე ასაკის სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი 20 000 ახალგაზრდა მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულია მოხალისეთა კორპუსი. მსოფლიო მოხალისე გახდა რუსეთიდან და უცხოეთის ქვეყნებიდან 18 წელს ზემოთ ასაკის 5 000 ადამიანი.

„Sputnik-საქართველომ" ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე მულტიმედიურ პრეს-ცენტრს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი.

Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0