ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალი: ახლო აღმოსავლეთის დღე

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX საერთაშორისო ფესტივალი. დღე მეოთხე
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX საერთაშორისო ფესტივალი. დღე მეოთხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეგვიპტის დელეგაციის წარმომადგენლებმა Sputnik-ს ფესტივალზე მონაწილეობისა და შთაბეჭდილებების შესახებ უამბეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სოჭში ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალზე ოთხშაბათს ახლო აღმოსავლეთის დღე გაიმართა.

ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX მსოფლიო ფესტივალზე ეგვიპტის დელეგაციის ხელმძღვანელმა შარიფ ჯადმა სააგენტო Sputnik-ს განუცხადა, რომ სადღესასწაულო ატმოსფერო, მონაწილეების რეკორდული რაოდენობა, დატვირთული პროგრამა, კვლევითი მოედნების მდიდარი არჩევანი ფესტივალს შესანიშნავსა და საუცხოოს ხდის.

„ეგვიპტის დელეგაციის დევიზია — „სიყვარული და მშვიდობა მსოფლიო ხალხებს". ახალგაზრდობას შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს გადამწყვეტი როლი სხვადასხვა ხალხების დაახლოებაში. ჩვენ ასევე ყველას ვიწვევთ საერთაშორისო ახალგაზრდობის ფორუმში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც შარმ-ელ-შეიხში 4 ნოემბერს დაიწყება".

© photo: Sputnik / Евгения Новоженина / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX საერთაშორისო ფესტივალი. დღე მეოთხე
XIX Всемирный фестиваль молодежи и студентов. День четвертый - Sputnik საქართველო
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX საერთაშორისო ფესტივალი. დღე მეოთხე

ეგვიპტის პროგრესული ახალგაზრდობის კავშირის წარმომადგენელმა, დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაციის წევრმა მაჰმუდ ად-დასუკიმ Sputnik-ს განუცხადა: „როდესაც ეგვიპტეში ჩვენს დელეგაციას ვაკომპლექტებდით, ჩვენთვის განვსაზღვრეთ, რომ ფესტივალზე ძირითადი მისია იქნებოდა მსოფლიოსთვის „30 ივნისის" რევოლუციის შესახებ სიმართლის მოყოლა (2013 წლის ამ დღეს მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო, რის შედეგადაც ხელისუფლებას ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ჩამოშორდა და პრეზიდენტი ქვეყნის ახლანდელი მმართველი აბდელ ფათახ ას-სისი გახდა — რედ). ეს ისტორიული თარიღია, რომელმაც გავლენა იქონია მთელ არაბულ სამყაროზე და, შესაძლოა, მთელ მსოფლიოზე".

მაჰმუდ ად-დასუკის განცხადებით, სირიის დელეგაციამ სხვა არაბულ დელეგაციებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. „მსგავსი ფესტივალები საჭიროა, რათა ახალგაზრდობამ უთანხმოების გადალახვის გამოცდილება მიიღოს. რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური ან სხვა სახის სირთულეები ხომ ასე ბევრია მსოფლიოში", — განაცხადა ეგვიპტის დელეგაციის წევრმა მაჰმუდ ად-დასუკიმ.

© photo: Sputnik / Евгения Новоженина / გადასვლა მედიაბანკშიახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX საერთაშორისო ფესტივალი. დღე მეოთხე
XIX Всемирный фестиваль молодежи и студентов. День четвертый - Sputnik საქართველო
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX საერთაშორისო ფესტივალი. დღე მეოთხე

„ფესტივალის დარჩენილი დღეები ეგვიპტის დელეგაციისთვის ძალზე დატვირთული იქნება. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე სიურპრიზი, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ, რათა ჩვენი პრეზენტაცია საინტერესო იყოს. დელეგაციის წევრები ყოველ საღამოს განვლილი დღის შთაბეჭდილებებს იწერენ, რაც შეიძლება ყველასთვის სასარგებლო აღმოჩნდეს".

ყველა ახალი ამბავი
0