თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში უცნობი პირი ხელყუმბარით წიგნის მაღაზიაში შეიჭრა და მუქარით მოლარე აიძულა, მისთვის ფული მიეცა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მაღაზიის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ბოროტმოქმედს ასაფეთქებელი მოწყობილობის მულაჟი ეჭირა ხელში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავის ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების ღონისძიებები.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.