„გეოშტორმი“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 19-21 ოქტომბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში
თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმი-კატასტროფა „გეოშტორმი", მხიარული კომედია „განგსტერდამი" და ფრანსუა ოზონის ახალი ტრილერი - „Sputnik-საქართველო", ტრადიციულად, გთავაზობთ კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა თბილისში არ უნდა გამოტოვონ.

19 ოქტომბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:

„გეოშტორმი"(Geostorm) — ფანტასტიკური ფილმი-კატასტროფა, დინ დევლინის სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტი. მთავარ როლებში: ჯერარდ ბატლერი, ჯიმ სტერჯესი, ები კორნიში, ტალიტა ბეიტმანი, ჯერემი რეი ტეილორი, ენდი გარსია, ედ ჰარისი. კატასტროფულმა კლიმატურმა ცვლილებებმა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ტრაგიკული აღსასრულის თავიდან ასაცილებლად მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და დედამიწის ირგვლივ თანამგზავრთა ქსელი შექმნეს, რომლებიც გენური ინჟინერიის დახმარებით სტიქიური უბედურებების აღკვეთას ემსახურებიან. ორი წლის განმავლობაში თანამგზავრები დედამიწას შეუფერხებლად იცავდნენ, მაგრამ დადგა დღე, როდესაც რაღაცა შეიცვალა. ფილმის გმირებმა ამინდის კონტროლის სისტემაში არსებული გაუმართაობა უნდა შეაკეთონ, რათა საშინელი ძალის შტორმი შეაჩერონ, რომელმიც კაცობრიობას აღსასრულით ემუქრება.

საინტერესო ფაქტები: ნასას სცენები გადაღებულია ახალ ორლეანში ნასას რეალურ კომპლექსში. ზოგიერთმა მსახიობმა და გადამღები ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჯერარდ ბატლერს საკუთარი რეპლიკები ხშირად ავიწყდებოდა.

„განგსტერდამი"(Gangsterdam) — რეჟისორ რომეინ ლევის ფრანგულ-ნიდერლანდური კომედია. რუბენი — კოლეჯის სტუდენტია, რომელსაც საკუთარი ძალების არ სჯერა და ნორას მიმართ საკუთარ გრძნობებში გამოტყდომას ვერ ბედავს. ერთხელ რუბენი შეიტყობს, რომ ნორა ნარკოტიკების ვაჭრობაშია გარეული. ნორას ბოსი გადაწყვეტს რუბენის უმანკო გამომეტყველება გამოიყენოს და მათ ნარკოტიკების ახალ პარტიაზე ამსტერდამში აგზავნის. მიამიტი რუბენი ფიქრობს, რომ ეს მზავრობა — ნორასთან დაახლოების შესანიშნავი საშუალებაა. გამბედაობისთვის მას ბავშვობის მეგობარიც მიჰყავს. ეს მოგზაურობა სამეულისთვის სასაცილო და სახიფათო თავგადასავლად იქცევა. მთავარ როლებში: კევ ადამსი, მენონ აზემი, კომე ლევინი, იუბერ კუნდე, მონა ვალრავენსი.

„ორსახიანი საყვარელი" (The Double Lover) — რეჟისორ ფრანსუა ოზონის ფრანგულ-ბელგიური ეროტიკული ტრილერი. ფილმის მთავარი გმირს, ახალგაზრდა გოგონა ხლოას დეპრესია დაემართა. დეპრესიისგან განკურნების იმედით ის ფსიქოთერაპევტ პოლს მიაკითხავს. რაღაც მომენტში ხლოა მიხვდება, რომ ექიმი შეუყვარდა, და რადგან გრძნობები ორმხრივი აღმოჩნდა, რამდენიმე თვის შემდეგ ისინი ერთად ცხოვრებას იწყებენ. ამის შემდეგ ხლოა აღმოაჩენს, რომ მისი რჩეული სულაც არ არის ის, ვისადაც თავს ასაღებს…

საინტერესო ფაქტები: ფილმი კანის 70-ათე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩა და „ოქროს პალმის რტოსთვის" იბრძოლებს. მთავარი გმირის როლი ყოფილმა ტოპ-მოდელმა, ფრანგი რეჟისორის ფრანსუა ოზონის ამჟამინდელმა მუზამ, მარინა ვაქტმა შეასრულა. როლებში: ჟერემი რენიე, ჟაკლინ ბისეტი, მირიამ ბუაიე, დომინიკ რეიმონი.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული კრიმინალური კომედიური ტრილერი „ამერიკული კონტრაბანდა" (American Made), ჯეისინ ტისენის მულტფილმი-ფენტეზი. „ჩემი პატარა პონი" (My Little Pony: The Movie) და მისტიური საშინელებათა ტრილერი „ეგზორციზმი" (The Crucifixion).

თბილისის კინოთეატრებში ასევე ნახავთ — კანადელი რეჟისორის დენი ვილნევისა და პროდიუსერ რიდლი სკოტის ფანტასტიკური ფილმი "ბლეიდ რანერი 2049", ფრანგულ-გერმანული ექშნ-ტრილერი „განდგომილთა რაზმი" და შვედური ბიოგრაფიული ფილმი „ბორგი VS მაკენროი".

თბილისის კინოთეატრებში უქმეებზე ისევ ნახავთ — ამერიკული ტრილერი „ამერიკელი ასასინი", ქართული დრამა „ჩემი ბედნიერი ოჯახი", ინგლისურ-ამერიკული ჯაშუშური ბოევიკი „კინგსმენი: ოქროს წრე" და ამერიკული დრამატული ფილმი „ის" კინგის მიხედვით.

მულტფილმები ბავშვებისთვის: ამერიკულ-დანიური კომპიუტერული მულტფილმი „ლეგო ნინძაგო" და ფრანგული მულტფილმი „ჯუნგლების მცველები".

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0