ბაია აბულაძე: რთველისთვის უცხოელებიც აპირებენ ჩამოსვლას და დახმარებას
„დაახლოებით 13 ტონამდე ყურძენი გვაქვს, ამიტომ რთველის პროცესი ცოტა რთულია. ჩვენი ნათესავები, ვინც თბილისში ცხოვრობენ, ყოველთვის სიამოვნებით ჩამოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ. წელს განსხვავებული რთველი გვქონდა. ძალიან ბევრმა მოხალისემ გამოთქვა სურვილი და ჩაერთო პროცესში. წელს უცხოელებიც კი აპირებენ დაგვეხმარონ რთველში“, – ამბობს აბულაძე.
ბაია აბულაძე 23 წლის მეღვინეა. იგი ბაღდათში, სოფელ მეორე ობჩაში ცხოვრობს. მისი ცხოვრება მშობლიურ სოფელს, ოჯახს, ვაზს და ღვინოს უკავშირდება.