ზაალ უდუმაშვილი: ზოოინჟინრობიდან პოლიტიკოსობამდე

© Sputnik / Alexander Imedashviliზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", 21 ოქტომბრის არჩევნებზე მეხუთე ნომრად გადის.

Sputnik-საქართველომ" თბილისის მერობის წამყვანი კანდიდატების ბიოგრაფიების პუბლიკაცია დაიწყო.

ეს პირველი არჩევნებია, რომლებშიც უდუმაშვილი პოლიტიკოსის სტატუსით მონაწილეობს. მანამდე თბილისის მერობის კანდიდატი არჩევნების შესახებ ტელეეკრანებიდან გვიყვებოდა.

მერობისთვის ბრძოლის გადაწყვეტილება მან კიევში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამაარსებელთან, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. 2017 წლის ივნისში პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება უდუმაშვილმა ტელეარხ „რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერით გაავრცელა.

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი ზაალ უდუმაშვილი ტელევიზიის შენობაში ხანძრის შესახებ ყვება
Ведущий информационного выпуска Курьер телекомпании Рустави 2 Заал Удумашвили рассказывает о пожаре в здании ТВ - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი ზაალ უდუმაშვილი ტელევიზიის შენობაში ხანძრის შესახებ ყვება

უდუმაშვილი 1971 წლის 27 თებერვალს თბილისში დაიბადა. პროფესიით ზოოინჟინერია, თუმცა საკუთარი დიპლომი დანიშნულებისამებრ მერობის კანდიდატს არასდროს გამოუყენებია.

პირველ კურსზე სწავლისას, უდუმაშვილი მეორე არხის წამყვანი გახდა. ექვსი წლის შემდეგ გადავიდა ტელეარხ „იბერიაზე", სადაც ახალი ამბების წამყვანი გახდა.

2001 წელს თბილისის მერობის კანდიდატი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე გადავიდა, სადაც დილის გადაცემა „ალიონსა" და საინფორმაციო გამოშვებებს უძვებოდა.

2003 წელს უდუმაშვილი გადავიდა ყველაზე რეიტინგულ არხ „რუსთავი 2"-ზე, სადაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი ამბების წამყვანად 11 წელი იმუშავა.

არჩევნები - Sputnik საქართველო
ოთხი დღე არჩევნებამდე: რაიონებისა და ქალაქების მერობის კანდიდატები

2014 წელს უდუმაშვილი "რუსთავი 2"-ის წამყვანის გარდა, ტელეარხის გენერალური დირექტორის მოადგიულეს გახდა.

ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად, უდუმაშვილი ინტელექტულაური თამაშის „რა? სად? როდის?" ქართულ ვერსიაში თამაშობდა და იმ გუნდის კაპიტანი იყო, რომელშიც სხვადასხვა არხის ტელეწამყვანები შედიოდნენ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე მუშაობის პერიოდში უდუმაშვილი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანი იყო.

ენმ-ის კანდიდატი დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0