ქარიშხლისა და გადაუღებელი წვიმის გამო გურიაში წყალდიდობა მოხდა, რის შედეგადაც დასახლებული პუნქტები დაზარალდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები დატბორილი სოფლებიდან და მიწის ნაკვეთებიდან.
ბოლო ორი დღის განმავლობაში თითქმის მთელ საქართველოში ცუდი ამინდია. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის დასავლეთი, სადაც ამ დრომდე ებრძვიან სტიქიის შედეგებს. ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა გურიაშიც, სადაც მდინარე სუფსა კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა გზები, მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები ოზურგეთსა და ჩოხატაურში.