გახსნის თუ არა რესტორანს თბილისში თინა კანდელაკი
„ძვირფასო თბილისელებო, ჯერჯერობით თბილისში არ მინდა ქართული რესტორნის გახსნა, მაგრამ დიდი მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი აზრისთვის", – განუცხადა თინა კანდელაკმა „Sputnik–საქართველოს" სოჭში, სადაც იგი სოჭში მიმდინარე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მეცხრამეტე ფესტივალის ერთ-ერთი მოდერატორია.
კანდელაკის თქმით, მას თბილისი ძალიან უყვარს და ალბათ ოდესმე აუცილებლად გახსნის „თინათინს" თბილისში.
ცნობილმა ტელეწამყვანმა ქართული სამზარეულოს რესტორანი „თინათინი" რამდენიმე წლის წინ გახსნა მოსკოვში და იგი ძალიან პოპულარულია.