თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმრავლესობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამაზე მეტყველებს საინფორმაციო სააგენტოს მიერ ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
არჩევნებზე წასვლას გამოკითხულთა 50 პროცენტი აპირებს, ხოლო კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს 20,8 პროცენტი.
ადგილობრივ არჩევნებზე წასვლა უაზრობად მიაჩნია 16,7%-ს; ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 8,3%-ს, ხოლო მონაწილეობა სურს, მაგრამ ვერ ახერხებს — 4,2%-ს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს ქალაქებისა და რაიონების 64 მერსა და 64 საკრებულოს დეპუტატებს.