მარგველაშვილმა იტალიაში ლექცია წაიკითხა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილმა ნატოს თავდაცვის კოლეჯში ლექცია წაიკითხა
გიორგი მარგველაშვილმა ნატოს თავდაცვის კოლეჯში ლექცია წაიკითხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიაში ვიზიტის ფარგლებში რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯში ლექცია წაიკითხა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

„უმაღლესი კურსის" მსმენელების წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებულად მიესალმა კოლეჯის ქართველ კურსანტებს და მათ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერა უსურვა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე განსაზღვრა ქვეყნის მომავალი განვითარების მიმართულებად — ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა გააძლიეროს მშვიდობა და უსაფრთხოება თავის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

„საქართველო მზადაა იბრძოლოს, რადგან ჩვენს ქვეყანას და ხალხს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენ ვიცავთ საერთო ღირებულებებს", — ციტირებს პრესსამსახური პრეზიდენტის სიტყვებს.

მარგველაშვილის ხელმძღვანელობით იტალიაში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე.

პრეზიდენტი იტალიაში შეხვდა იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას და იტალიის სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0