„თუ პარლამენტი ისეთ ანტიდემპინგურ კანონმდებლობას შეიმუშავებს, რომელიც ფასწარმოქმნაში სახელმწიფოს ჩარევას იგულისხმებს, ეს იქნება გარკვეულწილად ხელშემშლელი პირობა როგორც დღეს არსებული კომპანიებისთვის, ისე იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც ქართულ ბაზარზე შემოვლენ", — აღნიშნა ლევან კალანდაძემ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
საქართველოს პარლამენტში ანტიდემპინგური კანონმდებლობის შესახებ კომიტეტებში მსჯელობდნენ. პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტიორ კომპანიებს ეკრძალებათ პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესება, რადგან ეს ბაზარზე მონოპოლისტის გაჩენის საშიშროებას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა კომიტეტებში ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო.