ამინდის პროგნოზი საქართველოში: სინოპტიკოსები +26 გრადუსს ვარაუდობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლები თბილისის თავზე
ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვიმებისა და ქარის შემდეგ საქართველოში გამოიდარებს - დათბება და ძირითადად უნალექო ამინდი იქნება

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მკვეთრი აციების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები გამოდარებას გვპირდებიან — უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა პლუს 26 გრადუსამდე აიწევს.

ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით და დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთაში — თოვა. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მცირე ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთიანეთში თოვლი და ქარბუქი. დღისით ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21. მაღალ მთაში ღამით მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — პლუს 8-13 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21 გრადუსი. მაღალმთიანეთში ღამით მინუს 4 — 0 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — მინუს 2 — პლუს 3.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი 17-22 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია +11, ხოლო დღისით +21 გრადუსი.

ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. დასავლეთ საქართველოში ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთიში კი — 8-13 მეტრი წამში სიჩქარით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7-12 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25. მაღალ მთაში ღამით მინუს 3 — პლუს 2, ხოლო დღისით — პლუს 11-16.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23. მაღალმთიანეთში ღამით მინუს 5 — 0 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — პლუს 2-7.

თბილისში დროგამოშვებით მოიღრუბლება, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია +8, ხოლო დღისით — 19 გრადუსი სითბო.

პარასკევი, 20 ოქტომბერი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. საქართველოში ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 21-26 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24. მაღალმთიანეთში ღამით მინუს 6 —1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — პლუს 4-9.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დაუბერავს სუსტი ქარი. ღამით მოსალოდნელია +7, ხოლო დღისით +22 გრადუსი.

ყველა ახალი ამბავი
0