სტიქია დასავლეთ საქართველოში: მეხანძრე-მაშველები მოსახლეობას ეხმარებიან

© FB / energo pro Georgiaძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში
ძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ოღასკურამ მთლიანად დატბორა ქუთაისის დასავლეთი ნაწილი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველები ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას  24-საათიან რეჟიმში უწევენ დახმარებას, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე განაგრძობენ.

გადაუღებელმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა იმერეთის რეგიონსაც. დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, დაიტბორა ქუთაისის 32-ე და 35-ე საჯარო სკოლების პირველი სართულები და სარდაფები. მაშველებმა ორივე სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეები და პედაგოგები დროულად გაიყვანეს.

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმეხანძრე-მაშველებს ქუთაისის სკოლიდან ბავშვები და პედაგოგები გაჰყავთ
Спасатели МВД оказывают помощь пациентам больницы в Кутаиси - Sputnik საქართველო
მეხანძრე-მაშველებს ქუთაისის სკოლიდან ბავშვები და პედაგოგები გაჰყავთ

გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ოღასკურამ მთლიანად დატბორა ქუთაისის დასავლეთი ნაწილი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

 

გარდა ამისა, პრობლემები შეექმნა ქუთაისის ორ სამშობიარო დაწესებულებას, საიდანაც სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ტუმბავენ წყალს. ცენტრალურ გზებზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეცტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0