საქართველო უსამძიმრებს სომალის ტერაქტში ასობით ადამიანის დაღუპვის გამო

© REUTERS / Feisal Omarტერაქტი მოგადიშოში
ტერაქტი მოგადიშოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს მოგადიშოს ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე დანაღმული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. ტერორისტულ აქტს 276 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით სამასი კაცი დაშავდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარ ტერაქტში ადამიანების დაღუპვის გამო, ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

შაბათს მოგადიშოს ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე დანაღმული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. ტერორისტულ აქტს 276 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაახლოებით სამასი კაცი დაშავდა. დაღუპულთა შორის არის სომალის წითელი ნახევარმთვარის ხუთი მოხალისეც.  

„საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს სომალის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, — ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, აუცილებელია დაისაჯონ ტერაქტის დამკვეთი, ორგანიზატორი და შემსრულებელი ყველა პირი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ტერორიზმი, ნებისმიერი ფორმითა და გამოვლინებით, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0