არგენტინაში ოფიციანტებმა შეჯიბრება გამართეს

გამოწერა

ბუენოს-აირესში ყოველწლიური ტრადიციული მიმტანების ასპარეზობა გაიმართა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა უჩვეულო შეჯიბრება.

შეჯიბრებაში ასობით მიმტანი მონაწილეობდა მთელი არგენტინიდან, მათ ლანგარზე დადგმული ორ-ორი ბოთლი და წყლით სავსე ჭიქა არ უნდა წაქცეოდათ. ასევე აუცილებელი პირობა იყო – ყველა მონაწილეს უნდა ჩაეცვა საკუთარი სამუშაო ფორმა.

ღონისძიების მონაწილეებმა 1,6 კმ მანძილი დაფარეს. ჟიურიმ გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოავლინა — თავისუფალი მიმტანი გოგონები, მონაწილეები 30 წლამდე, მონაწილეები 30-დან 45 წლამდე და მონაწილეები 46 წლიდან.

მსგავსი შეჯიბრებები ბუენოს-აირესში 1908 წლიდან იმართება. მაშინ შვიდ მიმტანს შორის გაიმართა შეჯიბრება, რათა გარკვეულიყო, თუ რომელი მათგანი იყო ყველაზე სწრაფი.

ყველა ახალი ამბავი
0