გიორგი მარგველაშვილი რომში იტალიელ კოლეგას შეხვდა

© FB / Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი და სერჯო მატარელა
გიორგი მარგველაშვილი და სერჯო მატარელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იტალიის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართა, რა დროსაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება რომში, სადაც იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
რა აინტერესებს საქართველოში იტალიურ ბიზნესს

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იტალიის პრეზიდენტის კვირინალეს სასახლეში გაიმართა, რა დროსაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. 

„იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ გიორგი მარგველაშვილს კვირინალეს სასახლე დაათვალიერებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს“, — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობებისა და ასევე საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იტალიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისათვის.

გარდა ამისა, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში.  აღსანიშნავია, რომ იტალიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები 2015 წლიდან თანამშრომლობენ ორმხრივი თანამშრომლობის წლიური გეგმების ფორმატში, რაც ძირითადად მოიცავს ექსპერტთა შეხვედრებს და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით: ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, განაღმვის, სამხედრო პოლიციის და განათლების საკითხებს.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტ TAP-ის მნიშვნელობისა და ამ პროექტში საქართველოს როლის შესახებ.

შეხვედრის დასასრულ, გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0