თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputniki. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს პროექტ „ნიჭერის“ წლევანდელი სეზონის პირველი გადაცემა გავიდა ეთერში.
ჟიურის შემადგენლობა, პრაქტიკულად, იგივეა, ერთის დამატებით: მაკა ჩიჩუას, რუსუდან მაყაშვილსა და სტეფანე მღებრიშვილს წელს მეოთხე წევრად მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი დაემატა.
„ნიჭიერის“ პირველივე გადაცემა სენსაციური აღმოჩდა, ვინაიდან ჟიურის ახალმა წევრმა, გიორგი ბახუტაშვილმა უკვე გამოიყენა „ოქროს ღილაკი“. პირდაპირ ფინალში გადასვლის უპირატესობა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანის წარმომადგენელს, 31 წლის კახაბერ ჭუმბურიძეს ერგო წილად — თვითნასწავლ მომღერალს, რომელმაც სიმღერა, როგორც თავად ამბობს, ხუთი-ექვსი წლის წინ დაიწყო.
მიუხედავად ესოდენ მცირე პრაქტიკისა, კახაბერმა იმდენად შთამბეჭდავად შეასრულა საოპერო არია, რომ გარდა მქუხარე ოვაციებისა და აღფრთოვანებული დარბაზისა თუ ჟიურისა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანებისთვის დაწესებული ოქროს ღილაკიც დაიმსახურა.