სუდაძე: პირველი მანქანა 80-იან წლებში ავაწყვე „ზაპოროჟეცის“ აგრეგატებზე

© FB / Gurami Sudadzeგურამ სუდაძე და მის მიერ აწყობილი "ახალციხელი"
გურამ სუდაძე და მის მიერ აწყობილი ახალციხელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსკლუზიური ავტომობილების ავტორი გურამ სუდაძე საუბრობს, როდის და როგორ დაიწყო მანქანების აწყობა.
სუდაძე: პირველი მანქანა 80-იან წლებში ავაწყვე „ზაპოროჟეცის“ აგრეგატებზე

„პირველად დაახლოებით 1985-90 წლებში ავაწყვე „ზაპოროჟეცის“ აგრეგატებზე ორადგილიანი ბაგი. 90-იან წლებში, არეულობის და სიბნელის პერიოდში მქონდა პაუზა. ვეღარ ვახერხებდი მუშაობას ამ კუთხით. დაახლოებით 15 წლის წინ გამიჩნდა თავისუფალი დრო, ფინანსები. გადავწყვიტე ჩემი ჰობი კვლავ გამეხსენებინა და ახალგაზრდობის ოცნება ამეხდინა“, — ამბობს გურამ სუდაძე.

მანქანებს სხვადასხვა ავტომობილების ნაწილების დახმარებით აწყობს, გარსი კი საკუთარი ხელით აქვს ჩამოსხმული და „გამოძერწილი“. ბატონი გურამი განსხვავებული სახის დიზაინის მქონე მანქანებს ქმნის. მას 1000 ევრომდე დაუჯდა იმ მოდელის აწყობა, რომლის ანალოგიც კანადაში 30 ათასი დოლარი ჯდება.

ყველა ახალი ამბავი
0