შეხვედრა ბიზნესმენებთან: რაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ?

© FB / Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaშეხვედრა ბიზნესმენებთან „ქორთიარდ მარიოტში“
შეხვედრა ბიზნესმენებთან „ქორთიარდ მარიოტში“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც არაერთი საინტერესო ინოვაციური იდეა გახმოვანდა.

თბილისი, 16 ოქტომებრი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა, იტყობინება სამინისტროს პრეს-სამსახური.

„ქონების მართვის მიმართულებით იყო ძალიან ბევრი შეკითხვა. ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებზე და, საერთოდ, ექსპორტის წახალისებისა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის გამოსწორების სხვადასხვა მექანიზმზე; ვისაუბრეთ  ბიზნეს-სახლის პროექტზეც, რომელიც ითვალისწინებს ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით კომპანიებისთვის 600 ციფრული სერვისის მიწოდებას; ვისაუბრეთ იმ ინოვაციებსა და რებრენდინგზე, რომელიც დღეს „აწარმოე საქართველოში“ ხდება. ასე რომ, მოვიცავით ყველა ის საკითხი, რაც ეხება სამინისტროს“, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიების დასრულების  შემდეგ ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა.

„ჩვენ აქტიურ მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკონომიკის სამინისტროს. ვხედავთ, რომ კერძო სექტორისა და ხელისუფლების თანამშრომლობა რეალურ შედეგებს გამოიღებს როგორც ეკონომიკის ზრდისთვის, ასევე მომავალში ეკონომიკის განვითარებისთვის“, — განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს ქართველ მეწარმეებს.

„ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ სიახლეებსა და ინოვაციურ იდეებზე.

„ვფიქრობ, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო დღევანდელი შეხვედრით. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრების შედეგად უფრო პრაგმატული და ეფექტური ხდება ჩვენი საქმიანობა, ადვილად ხდება პრობლემის გადაწყვეტა და ვიღებთ სრულ ინფორმაციას, რა ხდება ქვეყანაში და, კონკრეტულად, ქვეყნის ეკონომიკაში“, — განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0