„Sputnik-საქართველოს“ გადამღები ჯგუფი საქართველოში ჰოთ-დოგებისა და სენდვიჩების ფუნთუშების ყველაზე დიდ საწარმოს ესტუმრა.
საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელმა ქარხანამ, სადაც ჰამბურგერებისა და ჰოთ-დოგების პურები ცხვება, მუშაობა 1999 წელს დაიწყო. მაშინ ქარხნის პროდუქცია მიეწოდებოდა McDonald's-ის რესტორნების ქსელს საქართველოსა და აზერბაიჯანში.
2015 წელს საწარმოს მეპატრონეებმა სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დახმარებით საწარმო სხვა ადგილზე გადაიტანეს, გააფართოეს და მეტი პროდუქციის წარმოებაც დაიწყეს, მათ შორის ფუნთუშების, მაფინებისა და ბლინებისაც კი.
მწარმოებელი დღეს უკვე აღარ თანამშრომლობს „მაკდონალდსთან“ და პროდუქციას საკუთარი ბრენდის სახელით აწარმოებს.