თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს კვიპროსისა და ბელარუსის ნაკრებებთან, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე.
10 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები გორში შეხვდებიან კვიპროსელებს, ხოლო 13 ნოემბერს ქუთაისში ითამაშებენ ბელარუსებთან.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ათი მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა ვერცერთის მოგება ვერ შეძლო და შესარჩევ D ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა 5 ქულით.
FIFA/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში ქართულმა გუნდმა ოთხი პუნქტით დაბლა ჩაიწია და 107-ე პოზიციიდან 103-ზე გადაინაცვლა.