სინათლე გვირაბის ბოლოს: ლაზერ-შოუ მეტროს სადგურის გახსნაზე თბილისში

გამოწერა

თბილისის მეტროს ახალი სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტის" გახსნის ცერემონიაზე 3D-შოუ გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ცერემონია.

თბილისში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მეტროს ახალი, რიგით 23-ე სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი", რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 15 ათას მგზავრს მოემსახურება. ახალი სადგურის ოფიციალურ გახსნას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები და მერიის წარმომადგენლები, ასევე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კარპუსის წევრები, რომლებმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ახალი სადგურიდან პირველებმა იმგზავრეს. 

სადგურის მშენებლობა ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწყო, თუმცა რვა წლის შემდეგ შეწყდა. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა, როდესაც პროექტზე მუშაობა აზიის განვითარების ბანკმა დაიწყო. ბანკის ინვესტიციამ დაახლოებით 83 მილიონი ლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0