ხულოში დიდთოვლობის გამო უღელტეხილზე ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვენეს

© photo: Roads Department of Georgia / FBგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მაღალმთიანეთში ამინდი მკვეთრად გაუარესდა

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა ხულოში, ბეშუმის უღელტეხილზე, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩარჩენილი 13 ავტომანქანა და 30 მგზავრი, მათ შორის, ბავშვები და მოხუცები გამოიყვანეს, იტყობინება შსს-ს Facebook-გვერდი.

ამ დროისთვის, გზის აღნიშნული მონაკვეთიდან ყველა მგზავრი უვნებლად არის გაყვანილი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში ინტენსიურად თოვს. სოფელ თხილვანაში პირველი თოვლი დღეს მოვიდა. თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს. სინოპტიკოსები აჭარის მაღალმთიანეთში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0