საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს აფრთხილებს

© courtesy by Ozurgeti Municipalityთოვლი ოზურგეთში
თოვლი ოზურგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესება და მაღალმთიან რეგიონებში თოვლია მოსალოდნელი

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს, იმოძრაოთნ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი თოვის გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მაღალმთიან რეგიონებში მიმავალ მძღოლებს, მათ შორის სატრანზიტო ავტოტრანსპორტის მფლობელებს, გამოიყენონ ზამთრის საბურავები მეტი უსაფრთხოებისათვის", — აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მაღალმთიან რეგიონში მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნების მიზნით, ოპერატიულად გაწმენდს გზას.

ყველა ახალი ამბავი
0