ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სახლი დატბორა

© photo: Sputnik / Sputnikდატბორილი ქუჩა
დატბორილი ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წვერმაღალას დასახლებაში, ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სახლის პირველ სართულები დაიტბორა, იტყობინება მუნიციპალიტეტი საკუთარ Facebook-გვერდზე.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. სიტუაცია ამ დროისთვის განმუხტულია, სახლებში წყალი აღარ დგას. არ დაზიანებულა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. დასახლებას ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

წვერმაღალას დასახლების მოსახლეობა აცხადებს, რომ წვიმის დროს სანიაღვრე არხი ადიდებულ წყალს ვერ იტევს, რაც არხზე ზოგიერთი მოსახლის მიერ თვითნებურად გადადგმული დამხმარე ნაგებობების მიზეზით ხდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში სტიქიას ჯერჯერობით პრობლემები არ შეუქმნია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა აბაშმაძე, სამსახურის სპეციალისტები და დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენელი დავით რობაქიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0