თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ერთი საათის წინ 32 წლის ქალბატონი ზუგდიდში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ქალბატონი ზუგდიდის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა და წონასწორობა დაკარგა. დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც სააგენტოს კორესპონდენტს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც „თვითმკვლელობამდე მიყვანას" გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ჯემალ ღამბაშიძე