კვირიკაშვილი კონსტიტუციაზე: ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას განახლებული კონსტიტუციის მიღება მიულოცა.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მოქალაქეებს კონსტიტუციის — ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით მიღება მიულოცა, იტყობინება მთვარობის პრესსამსახური.

„ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად", — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც მთვარობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, ძლიერდება ოპოზიციის როლი და შესაძლებლობები, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
ცვლილებები მიღებულია: ორი შეხედულება ერთ კონსტიტუციაზე

„თითოეულმა ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღებას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და სტაბილურ განვითარებას", — ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო პროცესსი ცართულ ყველა მხარეს — საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრს, რიგით მოქალაქეებს და ვენეციის კომისიას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ფორმირებაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილმა გააკეთეა აქცენტი ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებულ შეფასებებზე.

„ვენეციის კომისიამ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს ეფუძნება", — აღნიშნულია მთვარობის ვებგვერდზე.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას განახლებული კონსტიტუციის მიღება მიულოცა.

"მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მისწრაფებები და ღირებულებები ასახულია ქვეყნის მთავარ კანონში და დავარწმუნო ისინი, რომ ჩვენს მიერ დემოკრატიის განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ უკეთეს ხვალინდელ დღეზე აუცილებლად აისახება", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა განახლებული კონსტიტუცია მესამე მოსმენით რიგგარეშე სხომაზე 26 სექტემბერს მიიღო.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.

13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი დაამტკიცა. თავიდან დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 8 პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 110- მა მისცა ხმა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თავდაპირველ ვარიანტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგ წავიდა.

პრეზიდენტის მოთხოვნების ჩამონათვალშია საპარლამენტო არჩევნების 2020 წლიდან პარტიული სიებით გამართვა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება მხოლოდ ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემდეგ, კონსტიტუციაში აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტების დაზუსტება და კვორუმის დაწევა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საკონსტიტუციო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

ჩამონათვალში ასევე შესულია 2024 წლიდან "ბონუსების სისტემის" დანერგვაზე უარის თქმა და არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობაზე თანხმობა. ეს არის სწორედ ის საკითხები, რომელთა მიმართ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" მზად იყო დათმობაზე წასულიყო, მაგრამ პრეზიდენტისა და ოპოზიციისთვის ეს მცირე აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი დაამტკიცა.

იმისათვის, რომ პროექტმა კანონის სახე მიიღოს, მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. თუ ის ამაზე უარს იტყვის, განახლებულ კონსტიტუციაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოაწერს ხელს.

ახალი კონსტიტუცია ძალაში 2018 წლის შემდეგ შევა.

ყველა ახალი ამბავი
0