ილია მეორემ მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მორწმუნეებს სულიწმინდის ძალაზე უმაბო.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებული საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლინა.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
მცხეთის ქალაქს მირონი დუღს

„ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმინდისა უხილავად მოქმედებს ჩვენზედა. მე გილოცავთ დღევანდელ დღეს, სვეტიცხოვლობას, მადლი ყოვლადწმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულისა წმინდისა იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი“, — ბრძანა პატრიარქმა.

სვეტიცხოველში საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დაესწრნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0