ცესკომ ეთიკის კოდექსი შეიმუშავა

© Sputnik / Alexander Imedashviliცესკოს შენობა
ცესკოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოდექსი ქცევის რამდენიმე ძირითად ნორმას აერთიანებს: კანონის პატივისცემა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს ხელი  ეთიკის კოდექსს მოაწერეს, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.

„დღეს, არჩევნებამდე ზუსტად 7 დღით ადრე, საარჩევნო ადმინისტრაციის, ყველა დონის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ერთდროულად მოვაწერეთ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსს. ეს ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავატაროთ ჩვენს საქმიანობაში ის პრინციპები, რასაც ეს კოდექსი აღიარებს. ეს არის კანონის პატივისცემა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რომ  ვიმოქმედოთ გამჭვირვალედ და ჩვენი საქმიანობა იყოს მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისი“, — აღნიშნა თამარ ჟვანიამ.  

ცესკოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამ პრინციპების გაზიარებას, გათავისებას და პრაქტიკაში გატარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - Sputnik საქართველო
თვითმმართველობის არჩევნებისთვის 9,5 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიბეჭდება

„საარჩევნო ადმინისტრაცია წლებია უკვე სწორედ ამ პრინციპებს ემსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეთიკურად და მაღალპროფესიულად ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები“, — განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები; უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0