ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალი პირველად 70 წლის წინ პრაღაში გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ფესტივალის კადრები, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში ორჯერ გაიმართა.
14-22 ოქტომბერს მოსკოვსა და სოჭში გაიმართება რიგით XIX ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალი. მასში მონაწილეობას მიიღებს 20 ათასი ადამიანი 180 ქვეყნიდან, რომელთა ასაკიც 18-დან 35 წლამდე იქნება.
ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მსოფლიო ფესტივალი პირველად 1947 წელს პრაღაში ჩატარდა. ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, 6 კვირიანი სწორედ პირველი ფესტივალი აღმოჩნდა. ფესტივალი სულ 18-ჯერ გაიმართა: პრაღაში, 1947), ბუდაპეშტში (1949), ბერლინში (1951), ბუქარესტში (1953), ვარშავაში (1955), მოსკოვში (1957), ვენაში (1059), ჰელსინკში (1962), სოფიაში (1968), ბერლინში (1973), კუბაზე (1973), მოსკოვში (1985), ფხენიანში (1989), ჰავანაში (1997), ალჟირში (2001), კარაკასში (2005), პრეტორიასა (2010) და ეკვადორზე (2013).
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik დაწვრილებით აშუქებს ფესტივალის მიმდინარეობას. სააგენტო ღონისძიების საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია.