საქართველოს სამხედრო გზაზე ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდება

© FB / Roads Department of Georgiaახალი ხიდი სამხედრო გზაზე
ახალი ხიდი სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ ხიდს რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე აშენებენ. არსებული ხიდი აღდგენას არ ექვემდებარება

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ხიდის მშენებლობა მშრალ ხევზე, საქართველოს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე, სოფელ კობთან, ვადაზე ადრე დასრულდება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ხიდის სიგრძეა 92 მეტრი. ამ დროისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო.

„არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, აშენდა ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს", — ნათქვამია განცხადებაში.

© FB / საავტომობილო გზების დეპარტამენტიძველი და ახალი ხიდი სამხედრო გზაზე
Старый и новый мосты на дороге в направлении границы Грузии с РФ  - Sputnik საქართველო
ძველი და ახალი ხიდი სამხედრო გზაზე

ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. მისი აშენება 4 846 900 ლარი დაჯდა. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0